ტრენინგის მეცხრე დღე
გადავხედეთ ჩვენს მიერ შექმნილ პროექტს და ბუკლეტის ნიმუშს დავხვეწეთ.
განვსაზღვრეთ ჩვენი და მოსწავლეების ნამუშევრების გაზიარების დადებით მხარეები
როგორ მივცეთ ეფექტური უკუკავშირი. მოვახდინეტ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია და დავუწერეთ ერთმანეთს კომენტარები.
რაც შეეხება მთლიანად მოდულს, მადლობა მინდა ვუთხრა ამ მოდულის შემქნელებს და ბატონ დიმიტრის რადგან მაქსიმალურად მოიტანა ჩვენამდე თითოეული საკითხი. პროექტებზე მუშაობის გამოცდილება არ მქონდა და თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ვფიქრობდი რომ გამიჭირდებოდა პროექტის გეგმის შედგენა, მაგრამ ბატონი დიმიტრის დახმარებით შევძელი . მიჭირდა შეფასების რუბრიკების შედგენაც რაც დავძლიე. მომეწონა მოსწავლის როლის მორგებაც. ხშირად ვაძლევთ მოსწავლეებს რთულ დავალებებს და ვეცდები მათი შესაძლებლობების გათვალისწინებას. ვისწავლე რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩეკლისტები არა მარტო პროექტის განხორციელებისას არამედ ნებისმიერ საქმიანობაში. ჩემი პედაგოგიური საქმიანობის ყოველ ეტაპზე მივაქცევ ყურადღებას თუ რომელ 21-ე საუკუნის უნარს უვითარებს მოსწავლეს ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობა.
No comments:
Post a Comment