Thursday, 22 November 2018

                     ტრენინგის მეცხრე დღე
გადავხედეთ ჩვენს მიერ შექმნილ პროექტს და ბუკლეტის ნიმუშს დავხვეწეთ.
განვსაზღვრეთ ჩვენი და მოსწავლეების ნამუშევრების გაზიარების დადებით მხარეები
როგორ მივცეთ ეფექტური უკუკავშირი. მოვახდინეტ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია და დავუწერეთ ერთმანეთს კომენტარები.
რაც შეეხება მთლიანად მოდულს, მადლობა მინდა ვუთხრა ამ მოდულის შემქნელებს და ბატონ დიმიტრის რადგან  მაქსიმალურად მოიტანა ჩვენამდე თითოეული საკითხი. პროექტებზე მუშაობის გამოცდილება არ მქონდა და თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ვფიქრობდი რომ გამიჭირდებოდა პროექტის გეგმის შედგენა, მაგრამ ბატონი დიმიტრის დახმარებით შევძელი . მიჭირდა შეფასების რუბრიკების შედგენაც რაც დავძლიე. მომეწონა მოსწავლის როლის მორგებაც. ხშირად ვაძლევთ მოსწავლეებს რთულ დავალებებს და ვეცდები მათი შესაძლებლობების გათვალისწინებას. ვისწავლე რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩეკლისტები არა მარტო პროექტის განხორციელებისას არამედ ნებისმიერ საქმიანობაში.  ჩემი პედაგოგიური საქმიანობის ყოველ ეტაპზე მივაქცევ ყურადღებას თუ რომელ  21-ე საუკუნის უნარს უვითარებს მოსწავლეს ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობა.

პროექტის პორტფოლიო

პროექტის პორტფოლიოს საქაღალდის ბმული

Tuesday, 20 November 2018

ტრენინგის მერვე  დღე
ერთმანეთს ვაჩვენეთ ჩვენს მიერ წინა ტრენინგზე გაკეთებული მოსწავლის ნიმუში რომელიც გაკეთებულია სლაიდის სახით. შეფასებისთვის  გამოვიყენეთ განმავითარებელი შეფასებები.,,დაწყვილდი დაფიქრდი გააზიარე"  მეთოდით    დავსახეთ ჩამოთვლილი 5 კომპონენტიდან პრიორიტეტები რომელი უფრო მნიშვნელოვანია  პროექტის  განხორციელებისას
გავიხსენეთ მოსწავლეთა ფასილიტაციის  მაგალითები (მიგვითითა რომ ინსტრუქცია სასურველია იყოს წერილობითი)
გავეცანით მოსწავლეთა დასაჯგუფებლად საინტერესო აქტივობებს.  გავამზადეთ
ფასილიტაციის მასალა ერთი აქტივობისთვის
გავეცანით ict.tpdc.ge პორტალს რომელიც საკმაოდ კარგი მასალაა დიფერენცირებული სწავლებისთვის შევურჩიოთ მოსწავლეს   რესურსები ფასილიტაცია გაუწიოს სხვა მოსწავლეს
თვალი გადავავლეთ ჩვენს მიერ ბატონი დიმას დახმარებით შევსებულ პროექტის შაბლონს. ვისწავლეთ როგორ ჩავრთოთ სსსმ და ნიჭიერი მოსწავლეები აქტივობებში.
გეგმაში ჩავწერეთ რესურსების ბეჭდური ვერსიები

Monday, 19 November 2018

       ტრენინგის მეშვიდე დღე
 გავეცანით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის,  საჭირო მასალები რომელიც გამოგვადგება ჩვენს პროექტზე მუშაობისას.  მოვირგეთ მოსწავლეთა როლები შეიმუშავეთ შეფასებების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები , ჩვენი პროექტის თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად. ვფიქრობ გამიიოლებს ეს რესურსები პროექტის  მსვლელობისას შეფასებას 
განვიხილეთ პრაქტიკულ მაგალითის საფუძველზე  სტრატეგიები.


Wednesday, 14 November 2018

ტრენინგის მეექვსე  დღე
გავიარეთ შემდეგი საკითხები: ვისწავლეთ პოსტერის შექმნა  ვეცდები გავაკეთებინო მოსწავლეებსაც
გავაკეთეთ პრეზენტაცია ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში მოსწავლის როლი მოვირგე
ინდივიდუალურად გავეცანით ჯგუფის წევრების   მიერ პროექტის ფარგლებში დასახული პროეცედურებს განვიხილეთ აქტივობები დეტალურად რაც შეგვიწყობს ხელს პროცედურების სწორად გაწერას
გავეცანით პორტფოლიოების შეფასების რუბრიკებსაც
 ნაყოფიერი დღე იყო

Sunday, 11 November 2018

 ტრენინგის მეოთხე დღე
გავაკეთეთ  პროექტის  პორტფოლიოს პრეზენტაცია
ვიმუავეთ პროექტის შეფასების გეგმაზე

Saturday, 10 November 2018

ტრენინგის მესამე დღე

დღეს შევისწავლეთ როგორ მოვიძიოთ სტანდარტის შესაბამისი ინდიკატორები და მისაღწევი აქტივობები. პროექტის თემიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ მიზნები თითოეული ინდიკატორისთვის და ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
ნამდვილად ნაყოფიერი დღე იყო. მადლობა