1
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გვიმრიანის საჯარო სკოლა
ტექსტური ამოცანების ამოხსნის შედეგების გაუმჯობესება
IV კლასში მათემატიკაში
ნათია ნაჭყებიას
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
2018-2019 წ
2
სარჩევი
შესავალი ....................................................................................................................................... 3
საკვლევი მასალის მიმოხილვა ................................................................................................ 4
ლიტერატურის მიმოხილვა .................................................................................................... 10
კვლევის მეთოდები და ინსტრუმენტების შერჩევა ............................................................ 16
მონაცემთა ანალიზი ................................................................................................................. 17
გამოკითხვა მშობლებთან..................................................................................................... 17
დაკვირვება ............................................................................................................................. 18
დოკუმენტის შესწავლა ........................................................................................................ 19
კვლევის ძირითადი დასკვნები .............................................................................................. 20
ინტერვენციების აღწერა .......................................................................................................... 21
სემინარი მშობლებთან.......................................................................................................... 22
ამოცანის გაგება-გააზრება.................................................................................................... 23
მოკლე ჩანაწერების გაკეთება და სქემების- მოდელების შედგენა ............................... 24
ამოცანაში დასმული კითხვის ფორმულირება ................................................................ 25
ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მოქმედებათა შერჩევა ............................................... 25
დროის მართვა ....................................................................................................................... 26
ინტერვენციების შეფასება ....................................................................................................... 27
დასკვნა ........................................................................................................................................ 30
ბიბლიოგრაფია .......................................................................................................................... 33
დანართები.................................................................................................................................. 34
რეფლექსია.................................................................................................................................. 44
3
შესავალი
განათლების სისტემა და ეროვნული სასწავლო გეგმა ითხოვს ისეთი პიროვნების
აღზრდას, რომელიც 21-ე საუკუნის სამუშაო ძალის სასიცოცხლო უნარებით იქნება
აღჭურვილი. ოჯახთან და სოციალურ გარემოსთან ერთად, სკოლას დიდი როლი
უჭირავს პიროვნების ჩამოყალიბებაში. აუცილებელია მოსწავლეებს ხელი შევუწყოთ,
გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარების გამომუშავებაში. კვლევის
აქტუალობა გამომდინარეობს, მისი პრაქტიკული ღირებულებიდან და იმ რეალური
პრობლემიდან, რომელსაც პედაგოგები აწყდებიან კლასში, მოსწავლეებთან
მუშაობის პროცესში. პრაქტიკის კვლევა, საუკეთესო საშუალებაა იმის წარმოსაჩენად,
თუ როგორ შევისწავლოთ სასწავლო გარემო და როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება,
მისი გაუმჯობესების შესახებ. პრაქტიკული კვლევა მასწავლებელს ხელს უწყობს
პროფესიულ განვითარებაში. იზრდება თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია, ხდება
გამოცდილების და ცოდნის გაზიარება. კვლევა, ემსახურება პრობლემის წინა პლანზე
წამოწევას, ხოლო მასში მოყვანილი რეკომენდაციები წარმოადგენს დამხმარე
საშუალებას პრობლემის გადაჭრის გზების ძიების შესახებ. კვლევის ჩატარების
დროს მიღებული გამოცდილება, გამიადვილებს სწავლების სხვადასხვა საფეხურზე,
სასწავლო პროცესში წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირებას, მოსწავლეებში
კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის მრავალფეროვანი მეთოდებისა და
სტრატეგიების სწორად დაგეგმვას და წარმართვას.
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს, სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის
სოფელი გვიმრიანის საჯარო სკოლის IV-კლასში განხორციელებული კვლევის
ანგარიშს. ამ სკოლაში ვმუშაობ 1994 წლიდან. მათემატიკას ვასწავლიდი საბაზო
საფეხურზე და პრობლემებს მაშინაც ვხედავდი. ტექსტური ამოცანების ამოხსნა
უჭირდათ მოსწავლეებს და ვფიქრობდი რომ ეს პრობლემა დაწყებით საფეხურზე
სათანადოდ არ იყო მოგვარებული. სერთიფიცირების შემდეგ ვასწავლი დაწყებით
საფეხურზე და ხელის შემშლელი ფაქტორების ძიების საშუალება მაქვს.
4
გადავწყვიტე კვლევა ჩავატარო ამ საკითხზე რათა მოვიძიო ეს ფაქტორები . ნაშრომში
განხილულია ტექსტური ამოცანების ამოხსნისას შექმნილი პრობლემების
გამოვლენა, ამ პრობლემების ანალიზი და მათი გადაჭრის გზები.
კვლევაში წარმოდგენილია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული
კვლევების მიმოხილვა, პრაქტიკული კვლევის მეთოდოლოგია, აღწერილია
კვლევის ეტაპები:
• პრობლემის იდენტიფიცირება;
• კვლევისთვის საჭირო მეთოდების დადგენა
• კვლევის ინსტრუმენტების შერჩევა
• პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენა;
• ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება
• ინტერვენციების შეფასება.
• მიღებული შედეგების კოლეგებთან გაზიარება
კვლევაში აღწერილია სტრატეგიები, რომლის გამოყენებაც ეფექტურად მივიჩნიე.
პრობლემის კვლევისა და ინტერვენციის ანალიზმა მომცა საშუალება,
შემემუშავებინა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც ჩემი აზრით
გამიადვილებს სამუშაო პროცესს და დამეხმარება ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში.
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
პრაქტიკის კვლევა გადავწყვიტე მეოთხე კლასში, რომლებსაც მეორე წელია
ვასწავლი. სტატისტიკური მონაცემებით, კლასები საშუალოზე მაღალი მოსწრებისაა
თუმცა მათემატიკის სწავლებაში გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი. პრობლემა
შეეხებოდა ტექსტური ამოცანების ამოხსნას.
5
ეს პრობლემა საბაზო საფეხურზეც მეტ-ნაკლებადაა, მაგრამ დაწყებით საფეხურზე
უფრო შესამჩნევია და მაღალ საფეხურზე გადასვლისას მათემატიკის შესწავლისას,
უფრო მეტი სირთულეებს იწვევს და ხელს უშლის პედაგოგებს ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში. ტექსტური ამოცანების
ამოხსნისას გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრა, რამოდენიმე საგანში
მოსწავლეთა წინსვლის წინაპირობაა. ამიტომ ვთვლი, რომ ამ პრობლემის
იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების მოძიება, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე
პირდაპირ აისახება და უზრუნველყოფს სწავლის მაღალ დონეს. ,მოსწავლეებს
მათემატიკური ამოცანები მრავლად ხვდება და მათი სირთულე ყოველწიურად
იზრდება. ისინი მოსწავლეს უბრალოდ, მათემატიკას და გარკვეულ მოქმედებებს კი
არ ასწავლის, არამედ უნვითარებს აზროვნებას, ლოგიკური მსჯელობის, საგნების
დაჯგუფების, კანონზომიერების აღმოჩენის, მოვლენათა შორის კავშირის დადგენის,
პრობლემის გადაჭრის, გადაწყვეტილების მიღების უნარებს. აქედან გამომდინარე
აქტუალურობა : საკვლევი საკითხის შერჩევა განაპირობა თემის აქტუალურობამ.
კერძოდ ,საკლასო მუშაობის შესრულებისას, მოსწავლეებს უჭირთ ტექსტური
ამოცანების ამოხსნა, თუმცა საშინაო დავალების შესრულებისას, იშვიათად მოაქვთ
შეუსრულებელი დავალება, სამუშაო შეხვედრისას(იხ.დანართი 8) რომელიც
ჩავატარე კვლევის დაწყებამდე პედაგოგებიც აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებს აქვთ
იგივე პრობლემა. ვთვლი, რომ ეს საკითხი საჭიროებს გამოკვლევას, იმიტომ, რომ
როგორც ზემოთ ავღნიშნე ტექსტური ამოცანები არამარტო მათემატიკაში, არამედ სხვა
საგნებშიც სჭირდებათ. საბაზო საფეხურის მათემატიკის, ფიზიკის და ქიმიის